|
2017-10-09 16:06:26, 1998 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთი ბანკი კამპანიის „ევროპა სახლია“ მხარდამჭერი გახდა
ლიბერთი ბანკი კამპანიის „ევროპა სახლია" მხარდამჭერი გახდა. აღნიშნული კამპანია ეხმიანება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიას 2017-2020 წლებისთვის. კერძოდ, ერთ-ერთ ძირითად გზავნილს: "საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესი ხელს უწყობს ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის საჭირო უსაფრთხო და კონკურენტული გარემოს შექმნას". და შემდეგ ამოცანებს: აღნიშნული კამპანია ხორციელდება პროექტის „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის" ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა" „ღია საზოგადოების ფონდების" მხარდაჭერით 2017 წლის იანვრიდან ახორციელებს და რომლის ამოცანა არამხოლოდ უვიზო მიმოსვლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაა, არამედ, აგრეთვე, საქართველოდან წასული მიგრანტების უფლებების დაცვა, სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა და მონიტორინგი მიგრაციის სფეროში. ლიბერთი ბანკი საქართველოს ბაზარზე მომსახურების ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი და 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ამ კამპანიაში ჩართვით, ლიბერთი ბანკი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც თავისი ფინანსური საქმიანობიდან გამომდინარე მუდმივადაა ჩართული ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე მგრძნობიარე სეგმენტის (პენსიონერები, სოციალურად დაუცველი პირები ა.შ.) მომსახურების პროცესში, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს უვიზო მიმოსვლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების საქმეში და, ქვეყნის მოსახლეობის ფინანსური განათლების პროექტის პარალელურად, რომლის დაწყებასაც ლიბერთი ბანკი მიმდინარე წლის ნოემბერში აპირებს, უზრუნველჰყოფს უვიზო მიმოსვლის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
„ მოხარული ვარ, რომ, როგორც ლიბერთი ბანკის წარმომადგენელს, შემიძლია ჩავერთო ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიაში. რთულია იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭო აღნიშნულ საკითხს, ვიდრე მას ისედაც აქვს. ვგულისხმობ არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების, საქართველოდან წასული მიგრანტების უფლებების დაცვის საკითხსაც, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ადამიანების უფლებების დაცვის, არამედ ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრის აღიარების ჭრილში. ლიბერთი ბანკი პირველი ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც ჩაერთო ამგვარ კამპანიაში, თუმცა, იმედია ჩვენი მაგალითი მისაბაძი იქნება, რადგან პროგრესისკენ სწრაფვა გადამდებია. ძალზედ მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს - ევროპა მართლაც ჩვენი სახლია." – განაცხადა ლიბერთი ბანკის კომერციული ოპტიმიზაციის დეპარტამენტის უფროსმა რევაზ ბაღათურიამ.
(NS)
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)