|
2017-10-09 13:27:37, 1902 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის სახელწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში: საქართველო სწორი მიმართულებით მიდის
„საქართველო სწორი მიმართულებით მიდის; ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაუმჯობესოთ ორმხირივი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა“, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაელ როთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს, ორი ქვეყნის მეგობრულ, 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ევროკავშირთან ურთიერთობას. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე - საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. პრემიერ-მინისტრმა გერმანიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანიას, საქართველოს სახით, რეგიონში საიმედო პარტნიორი ჰყავს. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო განათლების სისტემის რეფორმას და ამ პროცესში გერმანული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, ასევე - ორ ქვეყანას შორის არსებული ჰუმანიტარულ-კულტურულ კავშირების გაღრმავებას.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)