09:08 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 11:05:44, 1888 ნახვა

კომენტარი
უგულავა სააკაშვილს: გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ეს ასტრონომიული დეგრადაცია

„მიშა ძვირფასო, როცა არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და სხვა ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებ, ივანიშვილის თამაშს თამაშობ“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი  ლიდერი  გიგი უგულავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ როცა ოცნება ხალხს შენი დაბრუნებით, არეულობით აშინებს და ეს სამწუხაროდ მუშაობს, შენ ზღვის გადმოცურვით იმუქრები, თან იძახი პოლიცია და ჯარი ჩემს მხარესაა- ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა შენს თანაგუნდელებს ეუბნები - თქვენ თუ მოიგეთ, მე ამით რა სარგებელი მაქვსო - ივანიშვილის წისქვილზე ასხამ  წყალს. რით ვერ გააცნობიერე, რომ საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში.

აღარ ვაპირებთ შენი და შენი მეგობრების წელს ქვევით პრწკენებზე ბევრი დრო დავხარჯოთ. არჩევნებია და ოცნებას ამ საჩუქარს არ გავუკეთებ. როცა შენი პარტიის დღევანდელი ლიდერი შენს მინისტრს ( რომელთანაც ყველანაირად ვალში ხარ) ყაჩაღს უწოდებს ჟურნალისტებს გაურბიხარ - საქართველო მე არ მეხებაო. ახლა არჩევნების წინ ორღობესავით ჭორაობ ქართულ პოლიტიკაზე და პარტიებზე - გაუცნობიერებლად ივანიშვილის უკეთებ საქმეს. ჩამოყალიბდი რა გინდა. გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ეს ასტრონომიული დეგრადაცია.

პ.ს. ალბათ ცოტა ხანში წასვლასაც ჩვენ დაგვაბრალებ“,-წერს უგულავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics