|
2017-10-08 15:59:48, 2283 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: კარგი იქნება, ერთი დღე-და ღამე გვარმა ილოცოს, იმარხულოს, შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს მრევლს ახალი ინიციატივა გააცნო. უწმინდესის თქმით, კარგი იქნება, თუ გვარი ერთი დღე-ღამის განმავლობაში ილოცებს, იმარხულებს და სამ ცხვარს შეწირავს, რომელიც გაჭირვებული ოჯახებისთვის იქნება გამოყენებული. როგორც უწმინდესმა ბრძანა, ამისთვის სპეციალური ლოცვები მზადდება: "ძალიან ბევრს ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ მომავალში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს იყოს სათნო ღვთისთვის და სასარგებლო ადამიანისთვის. ხშირად მეკითხებიან ამ 40 წლის მანძილზე, რა გაკეთდა ყველაზე მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკეთდა ის, რომ ჩვენ დავიბრუნეთ უძველესი ტიპიკონი შვიდი ლოცვის. 7 ლოცვა ეს ღვთის დიდი წყალობაა და ის სასწაულებს ახდენს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა გვარების დალოცვა, ვლოცავთ გვარებს მაგრამ, ალბათ, არ არის საკმარისი ეს, ლოცვა უნდა გაძლიერდეს. ჩვენი ლოცვა არ არის რაღაც ფანატიკური მოქმედება. ჩვენი ლოცვა უშუალო კავშირია ღმერთთან. ბევრი გვიფიქრია იმის შესახებ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ოჯახები. ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი- კარგი იქნებოდაო, რომ ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა. გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ ბოროტი ძალა განიდევნება ლოცვითა და მარხვით. ასეთი აზრი შემოვიდა, მე ძალიან მომწონს ეს აზრი. არც ძნელია, რომ ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები, მადლობის ლოცვები, წმინდა სამების ლოცვები. ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამების ამ წმინდა ტაძრიდან. დღეს დავუშვათ, დღის თორმეტი საათიდან მეორე დღის თორმეტ საათამდე წაიკითხავენ ლოცვებს და შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი. სამი ცხვარი იქნება გამოყენებული გაჭირვებული ოჯახებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს მოიტანს საოცარ შედეგს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაძლიერდეს სიყვარული და პატივისცემა ხალხში. ძველი რომაელები ამბობდნენ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო, ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და ამას ვერ ვიტყვით, ვერც ვიმოქმედებთ ამ კანონით. ადამიანი ადამიანისთვის საყვარელი ძმა არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ძმებს, ვინც არ უნდა იყოს, მით უმეტეს, თუ გაჭირვებული და ცოდვაში ჩავარდნილია ადამიანი, იმას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ მოვამზადებთ ამ ლოცვებს და მოკლე ხანში დავიწყებთ სულიერ კიბეზე ასვლას. ეს იქნება სულიერი კიბე, რომელიც მიგვიყვანს ჩვენს სასუფეველში. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ",-ბრძანა პატრიარქმა.
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





