|
2017-10-08 14:30:03, 2390 ნახვა
საზოგადოება
სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროთან აქცია გამართეს
კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს. ოსორაულის ძმის, გიორგი ოსორაულის განცხადებით, გაურკვეველი რჩება მათთვის რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე მის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება. „აცხადებენ და ამტკიცებენ მიცვალებულიაო. თუ მიცვალებულია დააბრუნონ საფლავი მაინც რომ იცოდეს ოჯახმა“,-განუცხადა „რუსთავი 2“-ს გიორგი ოსორაულმა. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსურაული მართავდა. სოსო ოსურაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)