|
2017-10-08 10:48:49, 2126 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: სუამის განვითარების საერთო ხედვა თამშრომლობიდან მეტ თანაქმედებაზე გადასვლას გულისხმობს
„ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია მეგობარი სახელმწიფოების მიერ, რომელთაც მეტი სტაბილურობისა და განვითარების საერთო ინტერესები და ხედვა გააჩნიათ. ამ ორგანიზაციამ 20 წლის განმავლობაში შეძლო განევითარებინა ინსტიტუტები, ჩამოეყალიბებინა თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატები, ასევე დაემკვიდრებინა საკუთარი ადგილი საერთაშორისო ასპარეზსა და ფორმატებში" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს საიუბილეო სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში სუამმა შეძლო, განევითარებინა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებები, სატრანსპორტო კავშირები, უწყებათა შორისი და სექტორალური თანამშრომლობა, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტები. მინისტრის თქმით არსებული თანამშრომლობა ვითარდება არამარტო სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის, არამედ ასევე სუამ-ის პარტნიორებთან. საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, წლევანდელი წელი გამოირჩევა განსაკუთრებული აქტივობებით. ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ქ. კიევში გამართულ შეხვედრას სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურებს შორის, რამაც მინისტრის შეფასებით ახალი იმპულსი შესძინა ორგანიზაციის ფარგლებში ეკონომიკური და სხვა მრავალი მიმართულებით თანამშრომლობას. „ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, რომელიც უკავშირდება თანამშრომლობიდან უფრო მეტ თანაქმედებაზე გადასვლას, რათა ერთად შევძლოთ კიდევ უფრო ძლიერი სუამის და ძლიერი ორგანიზაციის განვითარება. დღეს შევაფასებთ როგორც განვლილ 20 წელს და მიღწეულ შედეგებს, ასევე ვისაუბრებთ მომავალზე და იმ ხედვებზე, რომელმაც უნდა წარმართოს ამ ორგანიზაციის საქმიანობის შემდგომი 20 წელი" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. აღსანიშნავია, რომ საქართველო როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანა, დღეს თბილისში მასპინძლობს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნება.
ტრამპი: აშშ-მ შესაძლოა ირანში პიკაქსის მთას დაარტყას
ვიტკოფი და კუშნერი აშშ-ის დელეგაციას რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში უხელმძღვანელებენ
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)