|
2017-10-07 16:18:33, 2067 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორიამ მოსახლეობას თბილისობა მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, მოქალაქეებს „თბილისობა“ მიულოცა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, თბილისი ყოველდღიურად ყალიბდება სიცოცხლით სავსე ქალაქად, რომელშიც შერწყმულია თანამედროვეობა და ტრადიციულობა. ,,ვულოცავ საქართველოს, განსაკუთრებით თბილისელებს თბილისობას. თბილისი ყოველდღიურად ყალიბდება სიცოცხლით სავსე ქალაქად, რომელშიც შერწყმულია თანამედროვე - ტრადიციულთან. ამას მოწმობს ტურისტების მზარდი ნაკადი. ის ხდება ყოველთვის მიმზიდველი ქალაქი, გამომდინარე უსაფრთხოების დონიდან, გამომდინარე იმ განვითარების დონიდან, რომელიც ჩვენს ქალაქს ეტყობა. მომავალშიც, თითოეული ჩვენთაგანი ყველაფერს გააკეთებს, რომ უფრო მეტად მიმზიდველი ცენტრი გახდეს ევროპისთვის და მსოფლიოსთვის, თავისი ინფრასტრუქტურით, თავისი ისტორიით და თანამედროვე შტრიხებით. ასე რომ ყველას გილოცავთ და ასეთი მრავალი ლამაზი დღეები მომავალში მინდა თითოეულ თბილისელს და საქართველოს მოქალაქეს ვუსურვო’’, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. გარდა ამისა, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ორკესტრს, დღეს 25 წელი შეუსრულდა. მისივე თქმით, იუბილესთან დაკავშირებით, ხვალ თბილისს გერმანიიდან და ესტონეთიდან მათი კოლეგები ეწვევიან. ,,დღეს, ჩვენ, თავდაცვის უწყება, ჩართულები ვიყავით ამ ლამაზ დღესასწაულში ჩვენი ორკესტრით, რომელსაც წელს სიმბოლურად 25 წელი უსრულდება. ხვალ, თბილისობაზე, მათ კოლეგები ეწვევიან გერმანიიდან და ესტონეთიდან. ეს არი მათი ღვაწლის, შრომის და თავიანთი ქალაქის მიმართ სიყვარულის დაფასება’’, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)