|
2017-10-07 12:50:58, 2700 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში „თბილისობა 2017“-ის საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს
დედაქალაქის მასშტაბით „თბილისობა 2017“-ის საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ძირითადი ნაწილი განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე, რიყის პარკში, მეტეხის ხიდზე და ლეღვთახევშია წარმოდგენილი. განახლებულ აღმაშენებელზე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდა. მან მოქალაქეებს თბილისობა მიულოცა და აღნიშნა, რომ წლევანდელი „თბილისობა“ გამორჩეული იქნება. „წელს პირველად ჩვენი დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები იქნება, სადაც მათი კულტურის, სამზარეულოს, ტრადიციების ჩვენება იქნება. ახალ აღმაშენებელზე იქნება საქართველოს ისტორიაში არსებული მარკების გამოფენა-ჩვენება. აქვე იქნება ჩვენება ე.წ. ორთქლის ქალაქის, რომელიც საინტერესო კონცეფციაა. რიყის ტერიტორიაზე ფრანების შოუ გაიმართება. შემაჯამებელი ღონისძიება - გალაკონცერტი აბანოთუბანში ჩატარდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)