|
2017-10-06 15:52:22, 2337 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ მედიას სთავაზობს დებატებისთვის ერთობლივ ფორმატზე შეთანხმდნენ
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მზადაა, საერთო დებატში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც პარიტეტულ პრინციპზე იქნება აგებული", - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ბევრი მედია საშუალება არსებობს, რომელთაც სურთ, მერობის კანდიდატებმა მათ არხებზე გამართულ დებატებში მიიღონ მონაწილეობა. „ცხადია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება მედიის ინტერესი და მოთხოვნა კანდიდატების დებატებში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით, თბილისის მერობის კანდიდატებთან მიმართებაში. ვინაიდან, არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძირითად მედიასაშუალებას, შეთანხმდენენ ერთობლივ ფორმატზე, რომელშიც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელსა და კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და მაყურებლისთვის ეთერი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მზადაა, მონაწილეობა მიიღოს საერთო დებატში, რომელიც პარიტეტულ პრინციპზე იქნება აგებული და ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს“, - აღნიშნა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა. (NS)
ტრამპი: აშშ-მ შესაძლოა ირანში პიკაქსის მთას დაარტყას
ვიტკოფი და კუშნერი აშშ-ის დელეგაციას რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში უხელმძღვანელებენ
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)