17:28 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 14:51:50, 2109 ნახვა

კომენტარი
მამა მიქაელი: სიბეცეა იმაზე საუბარი, რომ სასამართლო სხდომების შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოდან შეიძლება გასულიყო

პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი, მოსაზრებებს, რომ სასამართლო სხდომების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა, საპატრიარქოდან გასულიყო, „სიბეცეს“ უწოდებს.

ბოტკოველის  თქმით, დიდი ეჭვი არსებობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ადვოკატებისგან გავიდა.

„აბსოლუტური სიბეცეა, როდესაც ლაპარაკობენ იმის თაობაზე,  რომ საპატრიარქოდან შეიძლება გასულიყო ეს ინფორმაციები. საიდან შეიძლება საპატრიარქოს ჰქონოდა ეს ინფორმაცია მითხრას ვინმემ.  ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენთ. ჩვენ არ გვქონდა უფლება მოგვეთხოვა მასალები და შესაბამისად არც მოგვითხოვია, ვერც მივიღებდით. საიდან შეიძლება ჰქონოდა საქართველოს საპატრიარქოს მასალები? ან როგორ ფიქრობთ საქართველოს საპატრიარქოს ამ მასალებს  რატომ მისცემა „რუსთავი 2“-ს ან თუნდაც  სხვა ტელევიზიას. დიდი ეჭვი არსებობს იმისა, რომ ეს ინფორმაცია გავიდა ადვოკატებისგან“,-აღნიშნა ბოტკოველმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია დააანონსა
გენერალურ პროკურორსა და კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შორის შეხვედრა შედგა
24-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics