|
2017-10-05 20:22:47, 1857 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსი ესტუმრა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსი ესტუმრა. გენერალ-ლეიტენანტის იონას ვიტაუტას ჟუკასის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გენერალურ შტაბში გაიმართა. ცერემონიალის დასრულების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსსა და ლიტველ კოლეგას შორის ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა შედგა. მოგვიანებით, ორი ქვეყნის პირველმა სამხედრო პირებმა განცხადებები გააკეთეს. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და გენერალ-ლეიტენანტმა იონას ვიტაუტას ჟუკასმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, ლიტვასთან თანამშრომლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას ხელს უწყობს. მან ლიტველ კოლეგას მადლობა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის გადაუხადა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში მხარდაჭერისა და ლიტველი ექსპერტების ჩართულობის საკითხზეც გაამახვილა. საუბარი სამხედრო სწავლებებში ქართველი და ლიტველი სამხედროების მონაწილეობას, ასევე სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში იმყოფებოდა. JTEC-ის ხელმძღვანელებმა, ასევე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ლიტველ სტუმარს ცენტრის ისტორიის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ლიტვის დელეგაციის წევრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. დღესვე, ლიტვის დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ქართველ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გენერალ-ლეიტენანტმა იონას ვიტაუტას ჟუკასმა თავდაცვის უწყების შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერიც დატოვა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის დელეგაცია გორში ეროვნულ თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება. ოფიციალურ შეხვედრებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკასი და დელეგაციის წევრები დაესწრნენ. ლიტვის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ხვალ დასრულდება. (NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)