|
2017-10-05 17:58:49, 2162 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია ხვალ დაამტკიცებს
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია ხვალ, 6 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. პლენარულ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დაესწრება, რომელიც ვენეციის კომისიის წევრებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას გააცნობს და დოკუმენტის ირგვლივ გამართულ მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ უმასპინძლა. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობა იწონებს მმართველი გუნდის მზადყოფნას ბონუსის ამოღებისა და ბლოკების ერთჯერადად დატოვების შესახებ და ადასტურებს, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის დასკვნის სრულად გათვალისწინების პირობა შეასრულა. „6 ოქტომბერს გაიმართება ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა, სადაც საბოლოოდ დაიდება დასკვნა საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან, სადაც მთელი პროცესი და ის რეკომენდაციები განვიხილეთ, რომლებიც ვენეციის კომისიას გააჩნია. ასევე, დავუდასტურეთ მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბლოკების ერთჯერადად დაშვება და ბონუსის ამოღება, უმრავლესობის მხრიდან ძალაშია და თუ არ მოხერხდება პრეზიდენტის ვეტოში ამის გათვალისწინება, მაშინ უმრავლესობა მზად არის ამის ხელახლა ინიცირებისთვის, რასაც მოჰყვა მოწონება ვენეციის კომისიის მხრიდან. ასევე, ვენეციის კომისია დაგვეთანხმა იმაში, რომ ის პირობა, რომელიც შეეხებოდა ვენეციის კომისიის დასკვნის სრულად გათვალისწინებას, არის შესრულებული, იმიტომ, რომ არცერთი ნორმა არ აქვს ამ დასკვნაში ვენეციის კომისიას უარყოფითად შეფასებული",- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ტრამპი: აშშ-მ შესაძლოა ირანში პიკაქსის მთას დაარტყას
ვიტკოფი და კუშნერი აშშ-ის დელეგაციას რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში უხელმძღვანელებენ
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)