|
2017-10-05 14:04:27, 1845 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩს ყოფილი პატიმრები დაესწრებიან
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბენეფიციარები საქართველოს ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს დაესწრებიან. ქართველი ფეხბურთელები უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. თამაშს ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები დაესწრებიან. მატჩი დინამო არენაზე 6 ოქტომბერს, 20.00 საათზე დაიწყება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ აქტიური მხარდამჭერია. სფფ ყოფილი პატიმრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ბილეთების კვოტირებულ რაოდენობას სისტემატურად გამოყოფს. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)