22:15 - 13 Aug, 2026
|
2017-10-05 12:32:21, 1874 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი უნგრეთის ახალ ელჩს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, უნგრეთსა და საქართველოს აქვს პოტენციალი წარმატებით ითანამშრომლონ არაერთი და, მათ შორის, აგრარული მიმართულებით. ლევან დავითაშვილმა ელჩს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები და დღეისათვის დარგში არსებული მდგომარეობა გააცნო. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა. ვიქტორია ჰორვატმა ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობის საკითხზე ისაუბრა. სოფლის მეურეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველის მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)