|
2017-10-04 18:50:12, 2055 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაცია გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტი მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ კონსენსუსის უზრუნველყოფის აუცილებლობას უსვამს ხაზს და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, კონსულტაციები გააგრძელოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან. როგორც საპარლამენტო უმრავლესობასთან პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა: „შეხვედრა იყო საინტერესო და კონსტრუქციული, მათ შორის საუბარი შეეხებოდა იმ ორ საკითხს, რომელიც არის დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან. აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს პოლიტიკურ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის მმართველ პოლიტიკურ გუნდთან. საქართველოს პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო საკითხებზე კონსენსუსის უზრუნველყოფა, პოზიციების დაახლოება, თანხმობის დოკუმენტის კონსტიტუციის ირგვლივ ფართო კონსენსუსის უზრუნველყოფა, შესაბამისად, უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, პრეზიდენტის გუნდის მხრიდან არ დააკლდება მცდელობა იმ მოქმედებებს, რომ პოზიციები მეტად იყოს დაახლოებული კონსენსუსისკენ. საჭიროების შემთხვევაში შეხვედრა შედგება ყველასთან, მათ შორის მმართველ პოლიტიკურ გუნდთან. დღევანდელი კონსტრუქციული შეხვედრის შემდგომ ცხადია კომუნიკაცია გრძელდება აღნიშნულ საკითხებზე“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" და პოლიტიკურ პარტიებს კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა გასულ კვირას შესთავაზა. გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით უკვე შეხვდა 20-მდე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს. საპარლამენტო უმრავლესობასთან დღეს გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ. მმართველი გუნდიდან კი პრეზიდენტის სასახლეში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები - მამუკა მდინარაძე, გია ჟორჟოლიანი, ნინო გოგუაძე, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე იმყოფებოდნენ.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)