|
2017-10-04 12:47:27, 1867 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი დევნილებისთვის გამართულ პროფესიული განათლების ფორუმს დაესწრო
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თბილისში, დევნილებისთვის გამართულ პროფესიული განათლების ფორუმს დაესწრო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, განათლების ფორუმის მონაწილე პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებმა დევნილებს პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიეს და მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს. უწყების ცნობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრის წარმომადგენელმა კი, პროფესიულ სასწავლებლებში ჩაბარების მსურველი დევნილები ადგილზევე დაარეგისტრირა. დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით სპეციალურ პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, სააგენტო პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ დევნილებს თვითდასაქმებისთვის საჭირო ხელსაწყოებს შეუსყიდის. ფორუმის დამსწრე დევნილებმა თვითდასაქმების საგრანტო პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს და განაცხადები ადგილზევე შეავსეს. ფორუმი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა. (NS)
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)