|
2017-10-04 11:14:35, 1838 ნახვა
საზოგადოება
"შატო მუხრანში" რთველი გაიმართა
მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, "შატო მუხრანმა" ქართველ და უხოელ სტუმრებს საზეიმოდ უმასპინძლა. ივანე მუხრანბატონის ისტორიულ მამულში, 1878 წლიდან დამკვიდრებულმა ტრადიციამ სტუმრებს წელსაც ულამაზესი დღესასწაული მოუმზადა; ისე როგორც საუკუნენახევრის წინათ, ახლაც, მამულის პომპეზური გარემოს ინსპირაციამ, ამ დღისთვის შექმნილმა, ქართულ-ფრანგული ხასიათით გაჯერებულმა დეკორმა და გრანდიოზულმა ინსტალაციებმა მნახველებს დაუვიწყარი შთაბეჭდილება შეუქმნა. ღონისძიება ყურძნის კრეფით და მოსავლის ორსაუკუნოვან საწნახელში დაწურვით დაიწყო და უამრავი საინტერესო აქტივობით გაგრძელდა. სასახლის წინ მდებარე ტყე-პარკში სტუმრებს "შატო მუხრანის" პრემიალური ღვინის სახეობების დეგუსტაცია და საინტერესო გასართობითი და შემეცნებითი პროგრამა შესთავაზა. საზეიმო ვითარებაში დაანონსდა მუხრანბატონის უნიკალური სასახლის ინტერიერის აღდგენითი სამუშაოების დაწყებაც, რითიც დაგვირგვინდება მუხრანბატონის სასახლის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის აღდგენის უნიკალური პროცესი, რომელსაც ბიზნესმენებმა: მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ფრედერიკ პოლსენმა 2002 წელს ჩაუყარეს საფუძველი. პროექტის ფარგლებში უკვე აღდგა ვენახები, ღვინის საწარმო, მიწისქვეშა მარნები, სასახლის გარე ფასადი და ეზო, რაც ისე როგორც საუკუნენახევრის წინათ, ახლაც ქართულ სამეურნეო, კულტურულ და შემეცნებით საქმეებს ემსახურება.
(NS)
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)