03:14 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 16:56:12, 1856 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირდება

მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა სამედიცინო ჟურნალმა „ლანცეტმა“ საქართველოში ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.

მონაცემების თანახმად, საქართველოში ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად მცირდება.

როგორც შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, 2012 წლის შემდეგ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით გატარებული რეფორმის შედეგად, საქართველომ მიაღწია ათასწლეულის განვითარების გეგმით განსაზღვრულ სამიზნეს და ნეონატალური სიკვდილობა 2/3-ით შეამცირა.

უწყების ცნობით, საქართველოს მიზანია 2030 წლისთვის ნეონატალური სიკვდილობა შემცირდეს 5-მდე ყოველ 1000 ცოცხლადშობილზე.

http://www.thelancet.com/lancet/visualisations/gbd-SDGs

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics