09:01 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 16:23:51, 2475 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" კანდიდატ კახა კალაძეს დებატებში იწვევს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნებისმიერ არხზე და ნებისმიერ ფორმატში მზად არის, კახა კალაძესთან დებატებში ჩაერთოს.

"მე გადავწყვიტე ყოველგვარი შუამავლების, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, მივმართო "ქართული ოცნების" შტაბს, ჩემს კონკურენტს "ქართული ოცნებიდან", კახი კალაძეს და მე მას ვიწვევ პირდაპირ ღია საჯარო დებატებში. მიმაჩნია, რომ თბილისის მოსახლეობა, მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ კანდიდატები მუშტი-კრივზე კი არ ესაუბრებოდნენ, არამედ ესაუბრებოდნენ იმის შესახებ, თუ რას ვუპირებთ ჩვენ ამ ქალაქს. როგორ უნდა ვუშველოთ ამ ჯოჯოხეთურ საცობებს, რომლებშიც ყველა დავიტანჯეთ, რა უნდა ვუქნათ ამ მოშხამულ ჰაერს, შემცირებულ გამწვანებას, მონჯღრეულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მე მზად ვარ, დებატების დროს, დავასაბუთო, როგორ გადავარჩენთ მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქს საშინელი პრობლემებისგან“, - განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ ოპონენტისგან პასუხს ელოდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics