|
2017-10-03 13:57:05, 2009 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი დევნილ მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისნის მე-10 საარჩევნო ოლქიდან, ლევან დავითაშვილი ვაზისუბანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა შეხვედრისას ქალაქის განვითარების გეგმის შესახებ ისაუბრა და დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დევნილების პრობლემა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ პრიორიტეტულია. „მოგეხსენებათ, ჩვენი პროგრამა მოიცავს ყველა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც დღეს დედაქალაქის მოსახლეობის წინაშე დგას. გარდა ამისა, დევნილი მოსახლეობის პრობლემები პრიორიტეტულია მთლიანად ცენტრალური ხელისუფლებისთვის. მოგეხსენებათ, უკვე ათასობით დევნილ ოჯახს კომფორტული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა და ეს პროგრამა კვლავ გრძელდება. აქედან გამომდინარე, პრობლემები, რომლის შესახებაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, აუცილებლად მოგვარდება და დევნილთა საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ამისთვის კი საჭიროა, რომ 21 ოქტომბერს მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთოს“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)