|
2017-10-03 12:49:11, 1632 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ მოხსენება „ევროგეოგრაფიკსის“ გენერალურ ასამბლეაზე წარადგინეს
უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ მოხსენება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ასოციაცია "ევროგეოგრაფიკსის" გენერალურ ასამბლეაზე წარადგინეს. სააგენტოს ინფორმაციით, წლევანდელი ასამბლეა 1-3 ოქტომბერს, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში იმართება და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის სფეროში მოქმედი 61 ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან. „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ ასამბლეის წევრებს სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ მიღებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები გაუზიარა. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ ინოვაციას უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს. ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგია სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის. საქართველო ,,ევროგეოგრაფიკსის" სრული წევრი 2010 წელს გახდა. ასოციაციის პროექტებსა (EuroGlobalMap, EuroRegionalMap) და ღონისძიებებში ჩართულობა საჯარო რეესტრს გეოინფორმაციულ სფეროში მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარების და ექსპერტული რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საერთაშორისო კონფერენციაზეც მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც „ევროგეოგრაფიკსის", მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის (UNECE-WPLA), გეოდეზისტთა საერთაშორისო ფედერაციის (FIG), კადასტრის მუდმივმოქმედი კომიტეტის (PPC), მიწის შესახებ ევროპის საინფორმაციო სამსახურისა (EULIS) და ევროპის მიწის რეესტრის ასოციაციის (ELRA) ორგანიზებით, ქალაქ ვენაში, 5-6 ოქტომბერს გაიმართება.
(NS)
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)