|
2017-10-03 10:48:52, 1615 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ნიკა მელიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკანორ მელიას მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებას ეხმაურება, თითქოსდა, პარტიის წევრ ლევან ხაბეიშვილს 2 ოქტომბერს, თბილისის მერიასთან გამართული არასანქცირებული აქციის მიმდინარეობისას მერიის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. "ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნიკანორ მელიას მიერ გაჟღერებული ბრალდება სრული სიცრუეა. თვალსაჩინოებისთვის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ თბილისის მერიის პირველ სართულზე გადაღებულ სრულ ვიდეოჩანაწერს. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით და თავი შეიკავონ მიზანმიმართული ბრალდებებისგან, რაც მხოლოდდამხოლოდ თბილისის მერიის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული",-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
(NS)
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)