|
2017-10-02 13:26:27, 1855 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი EIB-ის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით მიმდინარე პროექტები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ვაზილ ჰუდაკის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას, ხაზი გაესვა EIB-თან წარმატებულ თანამშრომლობას, ბანკის ჩართულობის გაზრდას კერძო სექტორში მიმდინარე ოპერაციებში, ასევე - საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, რაც, პრემიერის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა EIB-ის ძალისხმევა საქართველოში ინოვაციების მხარდაჭერის მიმართულებით და პროგრამა - InnovFin, რომელიც ინოვაციურ კომპანიებს ხელსაყრელი პირობებით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრაზე, ყურადღება დაეთმო ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ლარიზაციის სტრატეგიას, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვან პოზიციებს. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც საგადასახადო და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმას, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, მართვაში გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას, ქვეყნის ინფრასტრუქტურის - სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძების განვითარებას და განათლების სისტემის რეფორმას მოიცავს. პრემიერ-მინისტრმა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ევროპის საინვესტიციო ბანკის შეღავათიანი ფინანსური რესურსით საჯარო სექტორში დაფინანსებულია დაახლოებით 1,33 მილიარდ ევროს ღირებულების საინვესტიციო პროექტები, ხოლო კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებისთვის ბანკს გამოყოფილი აქვს 209 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)