|
2017-10-02 13:13:22, 1687 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა საარჩევნო სიებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღწერის შედეგებში სხვაობა კიდევ ერთხელ განმარტა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომაა განსხვავებაა საარჩევნო სიებისა და სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საყოველთაო აღწერის შედეგებს შორის. თეა წულუკიანმა ამ სხვაობის ორი ძირითადი მიზეზი აღნიშნა. მინისტრის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ბაზებში ირიცხებიან არა მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ფიზიკურად ცხოვრობენ საქართველოში, არამედ ისინიც, ვინც მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, არიან სრულწლოვნები და აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ბაზებში ირიცხებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე − აფხაზეთსა და სამაჩაბლოში − მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. „მოქლაქეთა ერთიან ბაზაში შესულია ყველა ჩვენი მოქალაქე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. მე არ მეგულება ამ ქვეყანაში მთავრობა, რომელიც მათ საქართველოს მოქალაქეთა ბაზიდან ამორიცხავს. ჩვენს ბაზებში ირიცხება, ასევე, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ცხოვრობს უცხოეთში. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა კი აღწერა მხოლოდ ის ადამიანები, ვინც აღწერის მომენტში იმყოფებოდა საქართველოში. აღწერა არ შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებს, ვერ აღწერა მთლიანად უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე. შესაბამისად, განსხვავება საქართველოს მოქალაქეთა ბაზასა, რომელსაც ფლობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, და აღწერის მონაცემებს შორის არის სრულიად ბუნებრივი და ეს ასეც უნდა იყოს", − განაცხადა თეა წულუკიანმა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადაცემულ სიაში 3,49 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში შედიან როგორც საქართველოში (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მცხოვრები, ისე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული სრულწლოვანი პირები. პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაში არსებულ თითოეულ ჩანაწერზე გაცემულია შესაბამისი დოკუმენტი, მათ შორის, 2.6 მილიონ პირზე − ელექტრონული პირადობის მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი. (NS)
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)