|
2017-10-02 11:00:17, 1871 ნახვა
საზოგადოება
ჯიღაურამ ჟურნალისტებს უმასპინძლა
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტელე-რადიო, ბეჭდური და ელექტრონული მედიასაშუალებების, ასევე, სხვადასხვა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე უმასპინძლა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტებს ჯიღაურაში განთავსებული ეროვნული საგანძურის - საკოლექციო ვენახის - შექმნის ისტორია და მიმდინარე სამეცნიერო მუშაობის შედეგები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა გააცნეს, რის შემდეგაც სტუმრებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა. უწყების ცნობით, ყურძნის კრეფის შემდეგ, მასმედიის წარმომადგენლები საწნახელში ყურძნის დაწურვის, თათარის მოდუღებისა და ჩურჩხელების ამოვლების პროცესში ჩაერთვნენ, დააგემოვნეს ბაზაზე გაშენებული უნიკალური ჯიშებისაგან დამზადებული ქართული ღვინო. დღეისათვის ჯიღაურაში 80 ჰა ფართობზე განთავსებულ მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზაზე, აკადემიკოს სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელობის ქართული ვაზის ჯიშების ეროვნულ ამპელოგრაფიულ კოლექციაში ქართული ვაზის 460-მდე ჯიშია დაცული, რომელთა აღდგენაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშები სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა, მისგან უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინო მზადდებოდა. ბაზაზე ასევე გაშენებულია უცხოური ვაზის 350 -მდე ჯიში, 300-მდე სახის ხეხილოვანი, მათ შორის, კურკოვანი და კენკროვანი კულტურა. ჯიღაურას ბაზაზე ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი ფონდის „ქართუ“ ფინანსური მხარდაჭერით 2007 წელს დაარსდა, რომელიც 2014 წელს ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასცა. (NS)
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)