08:09 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-01 23:47:08, 2136 ნახვა

პოლიტიკა
ესპანეთის პრემიერი: ეს იყო თადასხმა დემოკრატიაზე, თავდასხმა ერთიან ესპანეთზე

"ეს არ იყო რეფერენდუმი, ეს იყო თავდასხმა დემოკრატიაზე და ესპანეთის ერთიანობაზე" - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ სპეციალური მიმართვისას განაცხადა.

რახოის სპეციალური მიმართვა, ე.წ რეფერენდუმის დასრულების შემდეგ, მსოფლიო წამყვანმა მედიასაშუალებებმა პირდაპირ ეთერში აჩვენეს.

"ჩვენ ვიხილეთ რეგიონალური ხელისუფლების თავხედობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და დემოკრატიაზე დაცინვა. მე მინდა ვთქვა, რომ ვინც პასუხისმგებელია ამ ყოველივეზე, ვინც აფეთქებს ესპანეთის სახელმწიფოს, მის ლეგალურობას, ვინც არაფრად აგდებს კონსტიტუციას, ისინი არიან დამნაშავენი ყველაფერში. არაა საჭირო ვეძებოთ სხვა დამნაშავენი, ისინი ჩვენს წინ სახეზე არიან." -განაცხადა რახოიმ.

ესპანეთის პრემიერის განცხადებით, კატალონიის მოსახლეობის უმრავლესობას არ მიუღია ფარსში მონაწილეობა.

შეგახსენებთ, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ  შეაჩერა კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება,  დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics