|
2017-09-28 20:34:48, 2622 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ლიპარტია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბორჯომი წარმატებულ ქალაქად ვაქციოთ
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის. ლევან ლიპარტია პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ახალციხეში, რეგიონის მერობის დანარჩენ ხუთ კანდიდატთან ერთად წარადგინა. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბორჯომის მერობის კანდიდატად დამასახელა. ეს ასევე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი გუნდი დიდი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოთხი წლის შემდეგ, ხალხის წინაშე პირნათლად წარვსდგეთ და ბორჯომი ერთ-ერთ წარმატებულ ქალაქად ვაქციოთ“, - განაცხადა ლევან ლიპარტიამ. 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია იქნება, ახალციხის - ზაზა მელიქიძე, ადიგენის - ზაქარია ენდელაძე, ასპინძის - როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქის - იურიკ უნანიანი, ხოლო ნინოწმინდის - ანივარდ მოსოიანი. (NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)