|
2017-09-28 18:57:24, 2385 ნახვა
საზოგადოება
ციფრული რეალობა
ციფრული მარკეტინგის სააგენტო ელიოტ ვებერი და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო კომპანია RBBi (Red Blue Blur ideas) ერთობლივ კონფერენციას გამართავენ. ღონისძიება სახელწოდებით ციფრული რეალობა ჩატარდება თბილისი მარიოტში, 17 ოქტომბერს ჩატარდება. ელიოტ ვებერი არის Google-ის ოფიციალური პარტნიორი, რომელიც სხვადასხვა მომსახურებებს სთავაზობს მარკეტერებს: google adwords, სეო ოპტიმიზაცია (SEO), საიტების დამზადება, სარეკლამო ბანერები (განთავსება და დამზადება), მარკეტინგული სტრატეგია და სხვა სარეკლამო მომსახურებები. კონფერენციის თემებია ინტერნეტის, როგორც მასობრივი საკომუნიკაციო არხის მნიშვნელობა და ციფრული კომერციის (e commerce) მართვა. გამომსვლელთა შორის არიან როგორც ელიოტ ვებერის, ისე RBBi-ს თანამშრომლები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ესტუმრებიან თბილისს. ძირითადი პროგრამის დასრულების შემდეგ, სპიკერები მზად არიან უპსახონ მონაწილეთა შეკითხვებს სხვადასხვა თემებზე, მათ შორის: ონლაინ მარკეტინგი, სოციალური მედია მარკეტინგი, სეო ოპტიმიზაცია, ინტერნეტ რეკლამა, სარეკლამო ბანერის დამზადება და ზოგადად რეკლამა ინტერნეტში. კონფერენციაზე დასწრება შეუძლია ყველას ვისაც აქვს მარკეტინგის, პიარისა და უშუალოდ ციფრული მარკეტინგის მიმართ ინტერესი, მათთვის ვინ არის სტარტაპერი ან გეგმავს რომ წამოიწყოს სტარტაპი და მათთვის ვისაც უბრალოდ სურს გაიაროს ციფრული მარკეტინგის კურსები. კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ ელექტრონულ სერტიფიკატებს. კონფერენციის პარტნიორები არიან Marketer.ge, Marriot Tbilisi, ჟურნალი OK!, Georgia Today და Nexia TA. „სიტყვა Advertising დღეს სულ სხვა მნიშვნელობას იძენს, რადგან საოცრად განვითარდა ციფრული მედია, რომელმაც სარეკლამო შესაძლებლობს ახალი, განსხვავებული შესაძლებლობები შეუქმნა. მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში seo, adwords, sem, development, online marketing და youtube ad მარკეტერების ყოველდღიური პროფესიული ტერმინებია, საქართველოში ამ მიმაართულებით კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. სწორად ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ყველაზე გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად კონფერენციაზე მოწვეული ექსპერტები დაგვეპატიჟებინა ჩვენი პარტნიორი მარკეტინგული სააგენტო RBBi-დან.“ - ამბობს ნინო ბუჟგულაშვილი, ელიოტ ვებერის დამფუძნებელი.
(NS)
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)