|
2017-09-28 18:23:33, 2106 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს
პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებას" შეხვდეს. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, არსებული ვითარება იძლევა საშუალებას, რომ დიალოგი შედგეს: "კონსტიტუცია იმდენად მნიშვნელოვანი რამ არის ქართული სახელმწიფოსთვის, ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობისთვის, რომ მზად ვართ, ყველანაირი ინსტრუმენტი, შანსი ამისთვის იყოს გამოყენებული. პრეზიდენტი ამ ხნის განმავლობაში ყველა მხარისგან ითხოვდა იმას, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით ყოფილიყო თანხმობა პოლიტიკურ ძალებს შორის, საზოგადოებას შორის. სწორედ ეს თანხმობაა ყველაზე მეტად საჭირო და ღირებული. ვითარება ისეთია, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება პოლიტიკური დიალოგი შედგეს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა ჩიხრაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ 20-მდე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებებისა და მმართველი გუნდის ინიციატივის განსახილველად შედგა. გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და შექმნილი ვითარება მიმოიხილა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, უკვე ყველა თანხმდება, მათ შორის კონსტიტუციის მიმღები „ქართული ოცნებაც“, რომ დღეს ვეტო არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალს წარმოადგენს. მმართველი გუნდი დღევანდელ შეხვედრაზე არ მივიდა. მათ პრეზიდენტთან შეხვედრა ოპოზიციის გარეშე სურთ.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)