|
2017-09-28 16:53:20, 1923 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე: „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან ლაპარაკს გაურბის
""ქართული ოცნება" არღვევს ყველა მოლაპარაკებას, რომელიც აწარმოა ვენეციის კომისიასთან და ახლა უნდა ჩაითრიოს ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტი",- ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში განუცხადა, სადაც საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრა იმართება. "ქართული ოცნება" აგრძელებს თავის დესტრუქციულ პოზიციას კონსტიტუციასთან მიმართებაში. მისი თვითმიზანია, რომ გაიფორმოს ავტორიტარიზმი საკონსტიტუციო ცვლილებებით. ის არღვევს ყველა მოლაპარაკებას, რომელიც აწარმოა ვენეციის კომისიასთან და ახლა უნდა ჩაითრიოს ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტი. ვფიქრობ, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პრინციპული. არის კონკრეტული პუნქტები, რომელიც სრული კონსენსუსით, ოპოზიციური სპექტრის, სამოქალაქო სექტორის, საზოგადოების და პრეზიდენტის მონაწილეობით გადაგზავნილია შენიშვნების სახით კონსტიტუციასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ამ ცვლილებას არ ვეთანხმებით, წავედით ამ კომპრომისზე, ახლა მათზეა ყველაფერი",-აღნიშნა ვაშაძემ. მისივე შეფასებით, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტს ვეტო უნდა დაადოს: " რადგან პრინციპული და მყარი უნდა იყოს პოზიცია. ჩვენ უნდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, თუ ქართული ოცნება კომპრომისზე არ მიდის, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ აპირებენ ხელისუფლების უზურპაციას. შეხვედრაზე მოვისმენთ პრეზიდენტის არგუმენტებს. სამარცხვინო , რომ "ქართული ოცნება" გაურბის ოპოზიციასთან ლაპარაკს. ეშინია?! თუ არგუმენტი აღარ დარჩა და ამით რაღაცას გადაწყვეტს. ეს არის მხდალი, მშიშარა პარლამენტარების პოზიცია და სხვა არაფერი", - განაცხადა ვაშაძე. "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სასახლეში ამ დრომდე არ მისულან.
როგორც ცნობილია, მათთვის შეხვედრის ეს ფორმატი მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობას სურს, საკუთარი ინიციატივის განსახილველად პრეზიდენტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელების გარეშე შეხვდეს.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)