|
2017-09-28 15:53:27, 2384 ნახვა
საზოგადოება
ჯიღაურა ჟურნალისტებს უმასპინძლებს
1 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ტელე-რადიო, ბეჭდური და ელექტრონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე რთველში მიიღონ მონაწილეობა მიიღონ. უწყების ინფორმაციით, მათ ასევე შესაძლებლობა ეძლევათ ბაზაზე გაშენებული უნიკალური ნარგაობების შესახებ ინფორმაცია მეცნიერებისგან მიიღონ. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, თანდართული აპლიკაციის შევსებაა საჭირო. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 30 სექტემბერია. ჯიღაურას ექსპერიმენტალური ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში (თბილისიდან 28 კმ) 80 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში ვაზის ქართული 437 და უცხოური 350 ჯიშია დაცული, მათ შორის, ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშები სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა, მისგან უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინო მზადდებოდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოებს აყენებს და შემდგომში მათზე კვლევებს ახორციელებს. საკონტაქტო პირი: ნინო ჩხარტიშვილი - 591 30 74 74; Nino.Chkhartishvili@srca.gov.ge ნანა კალანდაძე - 577 02 58 57; Nana.Kalandadze@srac.gov.ge (NS)
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)