|
2017-09-28 12:59:01, 2163 ნახვა
საზოგადოება
დირიჟორს, რომელმაც აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში ცხინვალში კონცერტი გამართა, თბილისში ჩამოსვლა სურს
სანკტ-პეტერბურგის "მარიას თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი ვალერი გერგიევი „დიდი კავკასიის“ რეგიონში შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას გეგმავს, - ამის შესახებ Iz.ru იუწყება. როგორც გერგიევმა ვლადიკავკაზში კავკასიური ფესტივალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აუცილებელია უმწვავესი წინააღმდეგობების დაძლევა, რომელიც 15-20 წლის განმავლობაში შეიქმნა. „დიდ კავკასიას არ ვყოფთ. ვოცნებობ იმაზე, რომ ფესტივალი მთელ კავკასიაში ჩატარდეს. მინდა, რომ კავკასიის დიდმა რეგიონმა ძველი ურთიერთობების აღდგენა კვლავ შეძლოს. მინდა ფესტივალი ჩატარდეს, საინგილოში, ჩეჩნეთში, დაღესტანში, დონის-როსტოვში, ბაქოში, ერევანში, თბილისში, სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში. „დიდი კავკასიის“ რეგიონის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ნებისმიერ ქალაქში - ვლადიკავკაზში, ბათუმში, ბაქოსა თუ ერევანში - ერთ სცენაზე ერთად გამოვიდნენ. აუცილებელია უმწვავესი წინააღმდეგობების დაძლევა, რომელიც 15-20 წლის განმავლობაში შეიქმნა და ამას მუსიკოსებზე უკეთ ვერავინ მოახერხებს. საქართველოში ეს ყველაზე რთული იქნება, ბუნებრივი მიზეზების გამო, თუმცა ამ გზით ვცდილობ, კოლეგებს შორის კავშირების გამყარებას. სრულიად აპოლიტიკურები ვართ“, - განაცხადა გერგიევმა. ცნობისთვის, ვალერი გერგიევმა ოკუპირებულ ცხინვალში, ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, 22 აგვისტოს კონცერტი გამართა.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)