07:11 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 12:05:33, 2063 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული შარაშენიძე კვლავ პარტიის წევრობაზე ოცნებობს

„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ამომრჩევლების გულის მოგებას ტყუილით ცდილობს და თავს კვლავ პარტიის წევრად ასახებს.

ოზურგეთის პერობის „ქართული ოცნების“ ოფიციალური კანდიდატი ბეგლარ სიორიძეა.
შარაშენიძის პარტიიდან გარიცხვის შესაებ ინფორმაციას „ქართულ ოცნების“ ცენტრალურ ოფისშიც ადასტურებენ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი კონსტანტინე შარაშენიძე წევრობის პერიოდში 2012–2014 წლებში ოზურგეთის გამგებლის პოზიციას იკავებდა.

„შეხვედრებზე დადიოდა და ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო“, – უთხრეს „გურიანიუსს“ პარტიაში.

გამოცემას პარტიაში ისიც აცნობეს, რომ გარიცხვის კანდიდატია ჩოხატაურის სიის მეათე ნომერი მაია პაიჭაძეც. „გურიანიუსის“ ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიღმა პაიჭაძის მიერ გუნდის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები სახელდება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics