|
2017-09-27 14:20:07, 1871 ნახვა
საზოგადოება
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე რეკომენდაცია გამოსცა. ყოველგვარი, მათ შორის, სიტყვიერი ძალადობისაგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს, გასცენ მკაფიო მითითებები და არ დაუშვან მათი კანდიდატების თუ რიგითი წევრების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური აგრესია, ზეწოლა და სხვა სახის არაეთიკური ქმედებები ერთმანეთისა თუ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მათი წარმომადგენლების მიმართ. რეკომენდაციის გამოცემის თხოვნით უწყებათაშორის კომისიას 25 სექტემბრის სხდომაზე გიორგი გელაძემ მიმართა (წარმომადგენელი „ახალი თაობა დემოკრატიული − საქართველოსთვის"). კომისიისთვის მის მიერ გადაცემულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ „ახალი საქართველო − პოლიტიკური პლატფორმის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მისი გუნდის წევრებთან ერთად შეიჭრა გლდანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, სადაც გამგებელსა და გამგეობის თანამშრომლებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. გიორგი გელაძემ კომისიას სთხოვა, გამოცემულიყო რეკომენდაცია მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით. კომისიის წევრთა უმრავლესობამ გელაძის წინადადება გაიზიარა, რაც შესაბამის რეკომენდაციაში აისახა. (NS)
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)