|
2017-09-27 13:10:18, 1838 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა პოლონელი ტურისტები თეთნულდიდან ჩამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა პოლონელი ტურისტები თეთნულდიდან ჩამოიყვანეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე მყოფ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება სჭირდებოდა. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების მაშველები, შეტყობინების მიღებისთანავე, 3 950 მეტრის სიმაღლეზე მყოფი ტურისტების დასახმარებლად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაფრინდნენ. ღამით, რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების გამო, ტურისტების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა ვერ მოხერხდა. შსს-ს მაშველები, მთელი ღამის განმავლობაში, ტურისტებთან ერთად იმყოფებოდნენ და შეუძლოდ მყოფ პირს დახმარებას უწევდნენ. გამთენიისას, წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, პოლონეთის ორივე მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს. ამჟამად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. (NS)
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)