|
2017-09-26 17:56:47, 844 ნახვა
ჯიღაურაში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეებს უმასპინძლეს
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების მეთოდებსა და ფუნქიონალურ კვებაზე სემინარი გაიმართა. ახალგაზრდები კვების ფიზიოლოგიის ახალ მიმართულებას - ჯანმრთელობისთვის ფუნქციონალური კვლევის მნიშვნელობას გაეცნენ. თემის ირგვლივ ვიქტორინაგაიმართა. მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალიგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორე წელია იმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკებიიღებენ. ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნა და 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის საჯარო ლექციები და სემინარები ჯიღაურასა და წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზებზე ჩატარდება. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მოსწავლეებისთვის თემატურ ექსპედიციასაც ჩაატარებენ.
(NS)
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)