13:55 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 16:44:46, 251 ნახვა

NASA-ს წარმომადგენლები სტარტაპერებს შეხვდნენ

"ჩაკრულოს კვირეულის" ფარგლებში, NASA-დან მოწვეული სპეციალური სტუმრები,  რობ მენინგი, მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი  და ლეგენდარული  მისიის, Voyager-ის  ერთ-ერთი შემქმნელი, ჯონ კასანი ტექნოპარკში სტარტაპერებს შეხვდნენ.

NASA-დან მოწვეულმა სტუმრებმა სტარტაპერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრას თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის" მონაწილეებიც  დაესწრნენ. 
NASA-ს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი ისტორიული კოსმოსური მისიის 40 წლის იუბილეს ემთხვევა.  1977 წელს, ცნობილი ამერიკელი მეცნიერის კარლ სეიგანის ინიციატივით, NASA-მ ხომალდ Voyager-ით კოსმოსში გაგზავნა ე.წ. „ოქროს ჩანაწერი", რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო".

25-28 სექტემბერს, საქართველოში „ჩაკრულოს კვირეული" იმართება. კვირეულის ფარგლებში, NASA-ს წარმომადგენლების სტარტაპერებთან შეხვედრის გარდა, არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი,  მათ შორის Voyager-ის შესახებ „ემი"-ზე ნომინირებული რეჟისორის,  ემერ რეინოლდსის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. დასკვნითი ღონისძიება 28 სექტემბერსაა დაგეგმილი, სადაც ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში  რობ მენინგი პრეზენტაციას გამართავს მარსზე განხორციელებული კვლევების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია "თიბისი ბანკია".

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics