|
2017-09-26 16:29:59, 3522 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა კონსტიტუციური კანონპროექტები საბოლოო მოსმენით მიიღო
პარლამენტმა კონსტიტუციური კანონპროექტები საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო. კანონმდებლებმა კენჭი უყარეს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტებს. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ“ პროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო. რაც შეეხება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, მას მხარი 114-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3-მმა კი ხმა წინაღმდეგ მისცა.. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის მთავარი კანონი იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით იქნება ნამდვილად სანიმუშო. ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტის კენჭისყრამდე დეპუტატებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების პროცესი მიიღო მონაწილეობა. კობახიძის თქმით, დღეს პარლამენტი მიიღებს გამართულ, დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებულ კონსტიტუციას: „ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული ამ უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ პროცესში. ყველა მოწვევის პარლამენტს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს და წვლილი შეიტანოს ისტორიული პროცესის განხორციელებაში და ისტორიული მისიის შესრულებაში. ჩვენ ნამდვილად მოგვეცა ამის შესაძლებლობა, რაც არის ჩვენთვის დიდი პატივი. გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ ახალი ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი მმართველობის სისტემისთვის, ეს არის საშვილიშვილო საქმე. ვიღებთ კონსტიტუციას, რომელიც გაუძლებს დროს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. დიდი საქმეები დიდი წინააღმდეგობის გარეშე არ კეთდება. შეგხვდა სერიოზული წინააღმდეგობა, მთელი შტურმი ვიხილეთ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ, თუმცა ეს წინააღმდეგობა დავძლიეთ და ამას ჰქონდა ერთი მარტივი მიზეზი გვამოძრავებდა - რწმენა, რომ ვაკეთებდით სწორ საქმეს, შევიმუშავებდით დოკუმენტს, რომელიც კიდევ ერთხელ გაუძლებდა დროს. გვახსოვს სადამდე მიიყვანა დამახინჯებულმა კონსტიტუციებმა 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველო. გახსოვთ 95 წლის კონსტიტუცია, სადამდე მიგვიყვანა ამ დოკუმენტმა. 2004 წლის რედაქცია, სადამდე მიგვიყვანა ამ ყველაფერმა, გახსოვთ 2010 წლის ცვლილებების მიზანი რა იყო, გამოვიარეთ ნახევრად ავტოკრატიული რეჟიმები, რეჟიმების მთავარი საყრდენი იყო სწორედ არადემოკრატიული კონსტიტუცია. ჩვენი ისტორიული მისია, ამოცანა იყო ამ მახინჯი კონსტიტუციის ჩანაცვლება ძალიან დახვეწილი რედაქციით და ჩვენ ჩვენი პრინციპულობით, შრომით დ ძალისხმევით შევძელით ამ მისიის წარმატებით შესრულება. აუცილებლად ვიამაყებთ იმ გადაწყვეტილებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დღეს მიიღებს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)