20:11 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 17:02:20, 364 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ადასტურებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის პროექტი საქართველომ უკვე მიიღო

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დავით ბაქრაძის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის პროექტი, რომელიც რიგის სამიტისთვის მომზადდა, საქართველომ უკვე მიიღო.

თუმცა, რას მოიცავს პროექტი, სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ამის თაობაზე საუბრისგან თავი შეიკავა. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც მასზე მუშაობა დასრულდება. მისივე თქმით, მოლოდინია, რომ  რიგის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სრულად აისახება.

"ეს პროექტი არის მიღებული.ეს პროექტი გასაჯაროვდება მას შემდეგ, რაც მასზე მუშაობა დასრულდება, მანამდე ამ საკითხთან დაკავშირებით საჯაროდ საუბარი მიზანშეწონილი არ არის.ამაზე მუშაობა გრძელდება. რაც შეეხება ჩვენს მიზნებს, ეს ძალიან მკაფიოა. ერთი თვალსაზრისით ჩვენ ველოდებით, რომ ის პროგრესი, რომელიც საქართველომ განიცადა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის რა თქმა უნდა, ვიზა ლიბერალიზაციის იმპლემენტაციის თვალსაზრისით, ჩვენ შევასრულეთ ყველა საშინაო დავალება, შესაბამისად, გვაქვს განცდა და მოლოდინი, რომ ეს სრულად იქნება ასახული რიგის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, ბაქრაძის განმარტებით, რიგის სამიტზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობა გაემგზავრება.

ცნობისთვის, რადიო "თავისუფლების" სტატიაში აღნიშნულია, რომ ღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის პროექტი, რომელიც რიგის სამიტისთვის მომზადდა, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ძალიან ცოტა კარგ ამბავს მოიცავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics