|
2017-09-25 16:40:19, 2174 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით ხვალ განიხილავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი უფლებამოსილია, რიგგარეშე სხდომაზე ხვალ შეიკრიბოს. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, გუშინ, 14:01 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. „ვადებს რაც შეეხება, მოთხოვნა გავაგზავნეთ ელექტრონული საქმის წარმოების სისტემის მეშვეობით. ეს მოთხოვნა 14:01 წუთზე გაიგზავნა. კონსტიტუციაში წერია, რომ ვადები იანგარიშება მოთხოვნის გაგზავნიდან. შესაბამისად, გაგზავნის ფაქტს აქვს იურიდიული მნიშვნელობა. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ინიციატივით შევიკრიბოთ სამშაბათ დღეს 14:01 სთ-ზე. ეს არის რეალური მოცემულობა",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე განცხადებით, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსსა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის კომუნიკაცია შედგა. „იყო კომუნიკაცია პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის. ჩვენ ვთხოვეთ, რომ წერილობითად ჩაგვებარებინა ეს დოკუმენტი პრეზიდენტისთვის, თუმცა, იქიდან იყო პასუხი, რომ შაბათ-კვირას პრეზიდენტი არ მუშაობს. ეს იყო პასუხი, რაც ბუნებრივია, არის ბავშვობა და ამაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. მათ ჰქონდათ იმედი, რომ იურიდიულად შეაფერხებდნენ სამშაბათს სხდომის გამართვას, თუმცა, იურიდიულად ჩვენ გვაქვს სრული უფლება, პარლამენტი არის უფლებამოსილი, რომ 14:01 სთ-ზე დაიწყოს პლენარული სხდომა",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)