|
2017-09-25 16:22:44, 2719 ნახვა
საზოგადოება
ლიტვის სეიმის სპიკერი ინიციატივით გამოვიდა, Грузия-ს ნაცვლად ქვეყანას საქართველო ეწოდოს
ლიტვის სეიმის სპიკერი ვიკტორას პრანცკეტისი ინიციატივით გამოვიდა, რომ Грузия-ს ნაცვლად (რუსულენოვალი სახელი) ქვეყანას საქართველო ეწოდოს, - ამის შესახებ Baltnews იუწყება. როგორც პრანცკეტისმა განაცხადა, ქართველებს არ უყვართ, როდესაც მათ ქვეყანას Грузия-ს ეძახიან. "მათ უფრო მოსწონთ სახელი საქართველო", - აღნიშნა სპიკერმა. მისივე თქმით, ამის შესახებ მას ქვეყნის პრეზიდენტმა, რიგითმა მოქალაქეებმა და ლიტვაში საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ უთხრეს. "ეს იქნება შესანიშნავი საჩუქარი ქართველებისთვის", - დასძინა პრანცკეტისმა. სეიმის სპიკერის აღნიშნულ წინადადებას მხარი რამდენიმე დეპუტატმა დაუჭირა. "საქართველო" წარმოიშვა სიტყვა ქართლისგან - ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი ისტორიულ-გეოგრაფიული ადგილიდან. საქართველოს ევროპული სახელი Georgia სავარაუდოდ წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება. ქვეყნის რუსულენოვანი სახელი Грузия-ა, რომელიც წარმოიქმნა სიტყვა "გურზანიდან" - სირიული, სპარსულ-არაბული წყაროებისგან.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)