20:49 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-24 11:11:31, 2136 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის პირველი მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის დასახლების პირველი მიკრორაიონის მე-15 და მე-16 კორპუსების მაცხოვრებლებს შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. 
ადგილობრივების ძირითადი მოთხოვნა მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციაა. დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ დეპუტატას არჩევის შემთხვევაში საკითხის დროულ გადაწყვეტაზე იზრუნებს. 
"მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის და პირადად თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დედაქალაქში რეკრეაციული ზონების მოწყობა და არსებული სკვერებისა და პარკების რეაბილიტაციაა. ჩემი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, პრობლემა, რომლის შესახებაც დღეს მოსახლეობასთან ვსაუბრობთ, აუცილებლად მოგვარდება და ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის დასახლებაში, ისევე, როგორც მთელ დედაქალაქში, არაერთი სკვერი და ბაღი იქნება რეაბილიტირებული" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ისნის დეპუტატობის კანდიდატი, უკვე ორი კვირაა, აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს და მის საარჩევნო ოლქში შემავალი უბნების მცხოვრებთა საჭიროებებს ეცნობა. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics