15:51 - 13 Aug, 2026
|
2017-09-23 19:33:13, 2568 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს
წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს. დედოფლის ნეშტს თბილისის აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირები და მრევლი დახვდა. ქეთევან დედოფლის ნაწილები საქართველოში 6 თვე დარჩება. წმინდა დედოფლის ნეშტს ხვალ მუზეუმიდან სამების საკათედრო ტაძარში 11:00 საათზე გადაასვენებენ, სადაც მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ სიწმინდე მოილოცონ. 25 სექტემბერს, 13:00 საათზე, ლუსკუმას წმინდანის ნაწილით ახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე მლოცველებმა მას თაყვანი სცენ. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)