|
2017-09-23 16:08:39, 980 ნახვა
ლავროვი: არ მომწონს, როდესაც დასავლეთის პოლიტიკოსები მთელ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსულ-ამერიკული ურთიერთობების სამომავლო განვითარების უდიდესი პოტენციალი გამოყენებული არაა. მინისტრი ამის მიზეზად ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ „რუსოფობიურ ისტერიას“ ასახელებს. "რაღაც ყველაფერი ერთად შეაგროვეთ - კორეა, ირანი, სირია, უკრაინა, და ეს ყველაფერი რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობის შედეგად წარმოადგინეთ. არ მომწონს როდესაც დასავლეთის პოლიტიკოსები მთელ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ. აი, მაგალითად კორეის საკითხი, რუსეთმა და ჩინეთმა უნდა მოაგვაროს, ისევე როგორც სირია. მაგრამ მაგალითად იემენის კრიზისსაც როდესაც გვაბრალებენ, ეს უკვე მეტისმეტია", - განაცხადა ლავროვმა. რაც შეეხება უშუალოდ ჩრდილოეთ კორეაში არსებულ მდგომარეობას, ლავროვის შეფასებით, უთანხმოება მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა დარეგულირდეს. ლავროვმა ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო-ბირთვული გამოცდები და აშშ-ის აგრესიული რიტორიკა დაგმო.
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)