|
2017-09-23 18:51:00, 2683 ნახვა
საზოგადოება
ნინო სურგულაძე: ზურაბ სოტკილავა პატრიოტიზმის და ადამიანობის მაგალითია
ზურაბ სოტკილავას გარდაცვალება სრულიად საქართველოსთვის უდიდესი დანაკლისია, - ამის შესახებ საოპერო მომღერალმა, ნინო სურგულაძემ განაცხადა. როგორც სურგულაძემ აღნიშნა, სოტკილავა პატრიოტიზმის და ადამიანობის მაგალითია. „პირადად მე მაქვს ძალიან ბედნიერი მოგონებები მასთან დაკავშირებით. ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, სოტკილავა არის პატრიოტიზმის და ადამიანობის მაგალითი. არ მეგულება ადამიანი არც საქართველოში და არც მის გარეთ, ვისაც სოტკილავა არ უყვარდა. ყველა განიცდის ამ დანაკლისს. მქონდა პატივი, მასთან ერთად მემღერა. სულ ახლახანს ერთად საქველმოქმედო კონცერტზე ვიმღერეთ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დიდი ბოძი წაიქცა, ქართული ხელოვნების და ადამიანობის მაგალითი“, - აღნიშნა სურგულაძემ. ამასთან, იგი საოპერო მომღერალ ცისანა ტატიშვილის გარდაცვალებასაც გამოეხმაურა: „შევიტყვე ქალბატონი ცისანას გარდაცვალების შესახებ. ამ ორი დიდი, ბუმბერაზი ადამიანის დაკარგვა ძალიან დიდი ტკივილია. ისინი ხელიდან გამოგვეცალნენ“, - განაცხადა სურგულაძემ. ცნობისთვის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)