09:03 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 17:32:36, 1179 ნახვა

დოლიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას მრავალი კრიტიკული შენიშვნა აქვს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წინასწარ შეფასებებს ეხმაურება.

ანა დოლიძის განცხადებით, ვენეციის კომისიას მრავალი კრიტიკული შენიშვნა აქვს გამოთქმული ამ პროექტთან დაკავშირებით.

„თუმცა მთავარი ხაზი, რომელიც არის შენიშვნებში არის ის, რომ ამხელა რეფორმა, ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის მეშვეობით, რომელსაც მივყავართ კონსენსუსამდე.

პროპორციული არჩევნების გადავადება იყო მთავარი წინაღობა კონსენსუსის მიღწევისათვის და ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ამხელა რეფორმა განხორციელდეს, იმისათვის რომ პარლამენტი იყო პლურალისტური, იმისათვის, რომ სისტემა იყო აგებული ურთიერთგაწონასწორების და ურთიერთშეკავების პრინციპებზე არის თანხმობა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც იწარმოება დიალოგის მეშვეობით“, - აცხადებს ანა დოლიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics