|
2017-09-23 16:31:25, 2279 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოში იმყოფებოდა
„ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით, სადაც, მინდა გითხრათ, რომ როგორც ექსპერტული, ისე ფინანსური კონტრიბუცია დანიის არის ძალიან დიდი“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. 21-22 სექტემბერს, ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბერლინგ ლიზბერგთან, მუდმივმოქმედი სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან მიქელ სტარბეკ კრისტენსენთან (პრემიერ- მინისტრის აპარატი) და პარლამენტის (Folketing)საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის და ევროპული კომიტეტების წევრებთან. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ევროპელი პარტნიორების პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით. აგრეთვე, გამოთქვა იმედი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლების მიმართულებით, კიდევ უფრო მეტი დახმარების პროგრამების განხორციელების თაობაზე. დანიური მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებისა და საგარეო გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით. „ჩვენ ვმუშაობთ ბრიუსელში, რომ საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი ჯეროვნად აისახოს ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გადაწყვეტილებებში. დანიის სამეფო აფასებს საქართველოს ევროპულ, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და იმ წვლილს, რომელიც თქვენს ქვეყანას შეაქვს უსაფრთხოების მიმართულებით“-განუცხადეს სახელმწიფო მინისტრს და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვისა და რეფორმების პროცესში გაწეული ფინანსური და ექსპერტული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის. შეხვედრებზე, ასევე, იმსჯელეს ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მისი განეიტრალების მექანიზმებზე. აღნიშნულ თემებზე ისაუბრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ დანიის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტშიც (DIIS) მრგვალი მაგიდის ფორმატში პოლიტიკური მკვლევარებისა და ანალიტიკოსების მონაწილეობით გამართულ დისკუსიაზე. შეხვედრის მონაწილეები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ხედვითა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით საქართველოს სამოქმედო გეგმით დაინტერესდნენ. სახელმწიფო მინისტრმა ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა, ასევე, დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებსა და დაგეგმილ რეფორმებზე.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)