|
2017-09-23 02:39:01, 2524 ნახვა
პოლიტიკა
კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა მომავალ კვირას გაიმართება
„თარიღი დაზუსტდება, მაგრამ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შედგება მესამე მოსმენა საქართველოს პარლამენტში, კენჭი ეყრება მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამით დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცედურა“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ითქვა გუშინ: ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ახლა შეუძლებელია არა სარედაქციო ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, ავიღეთ ვალდებულება, რომ ინიციატივის წესით შემოვიტანოთ ახალი პროექტი, რომლითაც გაუქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა და ერთჯერადად შენარჩუნდება 3%-იანი ბარიერის პირობებში, ბლოკები მომდევნო არჩევნებისთვის. შესაბამისი კანონპროექტი შევა პარლამენტში და ეს იქნება მიღებული შესაბამის ვადებში“, - აღნიშნა კობახიძემ.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)