|
2017-09-23 02:27:31, 2420 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა უაღრესად დადებითია
„დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო წინასწარი დასკვნა ვენეციის კომისიისგან, რომელშიც უაღრესად დადებითად არის შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გააცნო და განაცხადა, რომ ვენეციის კომისიას არცერთ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნა არ აქვს. „საბოლოო დასკვნაში არის აღნიშნული შემდეგი: „საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნას საპარლამენტო სისტემად და არის დადებითი ნაბიჯი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით. საკონსტიტუციო რეფორმა ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლების დაცვის პრინციპებს. დასკვნაში არის დადებითად შეფასებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნა გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კომისია დადებითად აფასებს გადასვლას პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე და დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი შესაბამება ევროპულ სტანდარტებს. გარდა ამისა, ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხუთპროცენტიანი ბარიერით, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს და ეს არის უმნიშვნელოვანესი პროგრესული ნაბიჯი, ის ნაბიჯი, რომელიც აქამდე არცერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს. ვენეციის კომისიას არ აქვს არცერთი შენიშვნა ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები - ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ეს ყველაფერი, უშიშროების საბჭოს გაუქმება, ამასაც ხაზგასმით აღვნიშნავთ, თავდაცვის საკითხების მოწესრიგება, მთავრობის მომწესრიგებელი თავი და ა.შ. არცერთი შენიშვნა ამ საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მხრიდან არ იქნა გამოთქმული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ვენეციის კომისია ძალაში მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციას ტოვებს, რომლებიც არა საკვანძო საკითხებს ეხება.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)