|
2017-09-23 02:24:11, 2471 ნახვა
საზოგადოება
გარდაბნის საუბნო საარჩევნო კომისიაში ინცინდენტი მოხდა
გარდაბანში, სოფელ მშვენიერას #31 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში ჩამსხვრეულია ფანჯარა, ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლის სია) და კომისიის განკარგულება. შემთხვევა დაახლოებით 18:30 წთ-ზე მოხდა. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნულის შესახებ უკვე მიაწოდა ინფორმაცია საპატრულო პოლიციას და შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაცია გმობს ნებისმიერი სახის ძალადობრივ ქმედებას და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდება. ზემოაღნიშნული ფაქტის მიუხედავად, #31 საუბნო საარჩევნო კომისია ხვალ დილიდან განაგრძობს საკუთარ საქმიანობას, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიის ხელახლა განთავსებას კომისიაში და მოქალაქეები შეუფერხებლად შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)